
საერთოდ არ მაინტერესებს რა კლიპია, მე ვალი მოვიხადე ჩემი პროფესიის წინაშე – ამის შესახებ მომღერალმა ოთო ნემსაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. ოთო ნემსაძე სოციალური ქსელის მომხმარებლების კრიტიკას გამოეხმაურა.
„საერთოდ არ მაინტერესებს რა კლიპია, მე ვალი მოვიხადე ჩემი პროფესიის წინაშე და სადაც მექნება შანსი ყველა წერტილიდან გავამხნევებ ჩემს ქვეყანას რა სეგმენტიც არ უნდა იყოს. ესენი სხედან სახლში ჩაიზე და ბულკზე და აღარ იციან საიდან გაასხან გესლი.
ბევრის წონა დო ძიეზი რო გაქვს მოსმენილი თან“ – წერს ოთო ნემსაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ვიდეორგოლი „დარჩი სახლში“ მომღერალმა სოფო ბედიამ გამოაქვეყნა.
„მეგობრებო ესეც ჩვენი სიმღერა covid-19 წინააღმდეგ! გავამხნევოთ ერთმანეთი, გვიყვარდეს ერთმანეთი და რაც მთავარია დავრჩეთ სახლში. ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა ყველას,“ – წერს სოფო ბედია.






















