14:36 | 2021-02-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„საერთოდ არ ვარ გასწორებულში​, არ გამხარებია“ – მაკო გომური გახარიას გადაწყვეტილებაზე

„საერთოდ არ ვარ გასწორებულში​, არ გამხარებია“ – მაკო გომური გახარიას გადაწყვეტილებაზე

საერთოდ არ ვარ გასწორებულში​, არც გამხარებია, რავი, მიზეზი არ მაქვს მაგის,- ასე ეხმაურება 20 ივნისის ღამეს დაზარალებული მაკო გომური პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას.

 

გიორგი გახარიას პირადი ცხოვრება და ოჯახური ფოტოები 
2021-02-18გიორგი გახარიას პირადი ცხოვრება და ოჯახური ფოტოები 

 

„არც 20 ივნისზე უგია პასუხი, არც გამოძიების დაჩქარებას შეუწყო ხელი და იგივე დაზეპირებული ფრაზებით წავიდა, რომ იყო შტურმის აცილება, რომ პარლამენტი აღებას გადაარჩინა, რომ ქვეყანა მასშტაბურ გადატრიალებას მოარიდა და ა.შ.

 

რაც აქამდე იყო, ვიღაც ტიპი, რომელიც ძალიან უნამუსო აღმოჩნდა, იგივე დარჩება ჩემთვის. მის ადგილს სხვა დაიკავებს, ვინც ხელახლა გააჟღერებს იმ „მთავარის“ სათქმელს. ასე რომ, არ ვგრძნობ არც კმაყოფილებას და არც რაიმე მაგდაგვარს“, – წერს გომური სოცქსელში.

 

ვიდეო: მაკო გომური გახარიას გადადგომაზე ↓

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X