
ჩემო ძვირფასო ადამიანებო, არასდროს შემშინებია კრიტიკის, მაგრამ ლანძღვა და შეურაცხყოფა კრიტიკა არაა, გესლის გადმონთხევაა, – ამ შინაარსის პოსტს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
აქვე, სასულიერო პირი საზოგადოებას ურჩევს, თავი აარიდონ ნეგატიურ გარემოს.
„მინდა გითხრათ, რომ ნეგატიურ კომენტარებს არასდროს ვკითხულობ. როცა მეკითხებიან, სისულელეებს როგორ პასუხობო, ჩემი პასუხია, რომ საერთოდ არ ვპასუხობ და ეს არის ყველაზე მაგარი პასუხი.
ამით ის ნეგატივი და ბოღმა, რასაც ჩემი მისამართით უშვებენ, ისევ უკან უბრუნდებათ… ამიტომ, თავს გაუფრთხილდით, იყავით დადებით და პოზიტიურ გარემოში. მე ვცდილობ, სულ ასე ვიყო და არ იცით, რა კარგი და საინტერესოა. თქვენც სცადეთ!“, – დასძინა მოძღვარმა.
ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:























