17:42 | 2020-03-18 ავტორი: თეონა ყაჭიური

საფრანგეთის მოსახლეობა კომუნალური გადასახადებისგან დროებით გათავისუფლდა

საფრანგეთის მოსახლეობა კომუნალური გადასახადებისგან დროებით გათავისუფლდა

საფრანგეთის მოსახლეობა ქირის, გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადებისგან დროებით გათავისუფლდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

 

გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიღო.

„ჩვენ ახლა ომში ვართ. ეს მტერი უხილავია და ჩვენს სრულო მობილიზაციას მოითხოვს. ნებისმიერი წესის დამრღვევი დაჯარიმდება“,- თქვა მაკრონმა.

 

მისივე თქმით, იმ კომპანიების დასახმარებლად, რომლებსაც კრიზისის დროს გაკოტრება დაემუქრებათ, სახელმწიფო 300 მლრდ ევროს ოდენობის სესხს გამოჰყოფს.

 

ამ დროისთვის საფრანგეთში კორონავირუსის 7 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა რიცხვი კი 148-ს შეადგენს.

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X