
საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს და ბრიტანეთის, ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, ანდორის, მონაკოს, წმინდა საყდრის, სან-მარინოსა და შვეიცარიის მოქალაქეებს, მათ მეუღლეებსა და შვილებს, თუ ისინი საფრანგეთის მაცხოვრებლები არიან ან საფრანგეთის გავლით ბრუნდებიან საცხოვრებელ ადგილას.
ნებადართულია საფრანგეთში შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომელთაც აქვთ საფრანგეთში ბინადრობის მოქმედი ბარათი, მათ შორის ბინადრობის ბარათის იდენტური გრძელვადიანი ვიზა.
გარდა ამისა, საფრანგეთში ბინადრობის ნებადამრთველი დოკუმენტები, რომელთა ვადაც ამოიწურა 2020 წლის 16 მარტსა და 15 მაისს შორის პერიოდში, გახანგრძლივდა 6 თვის ვადით.
„თუ თქვენ ბრძანდებით საფრანგეთის მოქალაქე, რასაკვირველია, შეგიძლიათ, მეუღლესთან და შვილებთან ერთად შეხვიდეთ საფრანგეთის ტერიტორიაზე და დაუბრუნდეთ თქვენს საცხოვრებელს.
საფრანგეთის კონტინენტურ ტერიტორიაზე დასაბრუნებლად, აუცილებელია, შეავსოთ და თან იქონიოთ ორი დოკუმენტი:
„საერთაშორისო გადაადგილების ცნობა საფრანგეთის კონტინენტურ ტერიტორიაზე შესასვლელად“, რომლის გადმოტვირთვაც შეგიძლიათ (ფრანგულად და ინგლისურად) საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიდან.
ეს ცნობა უნდა წარადგინოთ სატრანსპორტო კომპანიებთან, სატრანსპორტო ბილეთის გამოყენებამდე, და სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელ სამსახურებთან (საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, მათ შორის სარკინიგზო გადაადგილებები).“
განცხადება, რომ არ გაქვთ COVID-19-ის სიმპტომები:
საელჩოს გავრცელებულ განცხადებაში საუბარია საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვაზეც, სადაც ვკითხულობთ, რომ 18 მარტიდან ძალაში შევიდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის სრული აკრძალვა. გარდა ამისა, საელჩო საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობის რეკომენდაციას არ იძლევა.
„18 მარტიდან ძალაში შევიდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის სრული აკრძალვა. მოქმედებს ძალიან გამონაკლისი შემთხვევები
(https://mfa.gov.ge/News/%E2%80%8Bsaqartveloshi-uckho-qveynis-moqalaqeebis-shemosvl.aspx?CatID=5), სახელდობრ პირებისთვის, რომლებსაც უშუალოდ ოჯახი ჰყავთ ან ბინადრობენ საქართველოში. დაკეტილია აგრეთვე სახმელეთო საზღვრები.
რეკომენდებულია, რომ ჯერჯერობით გადაავადოთ ნებისმიერი მოგზაურობა საქართველოს მიმართულებით.
გირჩევთ, იხილოთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის მოგზაურთა რჩევებისთვის განკუთვნილი რუბრიკა « dernière minute » : (https://www.diplomatie.gouv.fr/fr/conseils-aux-voyageurs/conseils-par-pays-destination/georgie/)“ – ნათქვამია განცხადებაში.























