15:52 | 2020-12-26 ავტორი: ამუკა ქორიძე

საფრანგეთმა კორონავირუსის ახალი სახეობით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაადასტურა

საფრანგეთმა კორონავირუსის ახალი სახეობით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაადასტურა

საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვერსიით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინფიცირებულია საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც ლონდონიდან საფრანგეთში 19 დეკემბერს ჩავიდა. ინფიცირებულს ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები არ გააჩნია და იგი, ამჟამად თვითიზოლაციას სახლში გადის.

 

დიდ ბრიტანეთში Covid – 19-ის ახალი ვერსიის გავრცელებამ, მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ შეაშინა. საფრანგეთმა, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრმა სხვა ქვეყანამ, დიდ ბრიტანეთთან საზღვრები ჩაკეტა, თუმცა მიმდინარე საშობაო დღესასწაულების გამო, ოთხშაბათს, საფრანგეთის მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალა და ამ დროისთვის, ქვეყანაში ხალხის შესვლას, მხოლოდ კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში დათანხმდა.

 

ამ დროისთვის, საფრანგეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 189 445-ს უტოლდება; ვირუსით სულ დაინფიცირებულია – 2 547 771, ხოლო გარდაცვლილია – 62 427 ადამიანი.

ავტორი: ამუკა ქორიძე

X