11:53 | 2020-04-02 ავტორი: სალომე ნეფარიძე

საფრანგეთში კორონავირუსით მოხუცთა თავშესაფარებში 570 ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთში კორონავირუსით მოხუცთა თავშესაფარებში 570 ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთში მოხუცთა თავშესაფარში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე 570 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ reuters-წერს.

 

საფრანგეთი მსოფლიოში რიგით მეოთხე ქვეყანაა, სადაც Covid-19-ით – 4043 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რიცხვმა კი 57763-ს მიაღწია. ამასთან გამოჯანმრთელდა 11055 ინფიცირებული.

 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მალე მილიონს მიაღწევს. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 47,273-ია.

 

ჯანმოს ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეიუსის თქმით, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ მეტად გაიზარდა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X