18:43 | 2021-10-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

საფრანგეთში “რუსულენოვან მაფიასთან“ დაკავშირებული ქართველები დააკავეს

საფრანგეთში “რუსულენოვან მაფიასთან“ დაკავშირებული ქართველები დააკავეს

საფრანგეთში დააკავეს ქართველები და სომხები, რომლებსაც კავშირი აქვთ „რუსულ მაფიასთან“, – ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერია ავრცელებს.

 

ამავე ცნობით, ქალაქ ამიენის სამართალდამცავებმა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სტრუქტურის საქმიანობა აღკვეთეს, კერძოდ, „რუსულ მაფიასთან“ კავშირის მქონე, სომხური და ქართული ჯგუფები უკანონოდ სიგარეტითა და მოპარული ავტომობილებით ვაჭრობდნენ.

 

არსებული ინფორმაციით, სულ დაკავებულია 37 ადამიანი.

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X