
საქართველოში ეპიდვითარება უარესდება პროგნოზები კი გაცილებით საგანგაშოა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთვის 47 000 კოვიდინფიცირებული პაციენტი არ არის ცოტა.
“ხდება გარკვეული სტაბილიზირება, ანუ არ მძიმდება უფრო სიტუაცია, მაგრამ მაღალ ნიშნულზეა. 47 000 აქტიური პაციენტია ქვეყანაში, ეს არ არის ცოტა.
ჩვენ შარშან ამ დროს ნოემბრის და დეკემბრის პიკზე გვქონდა 33-34. ერთადერთი პოზიტივი არის, რომ პირველადმა აცრებმა მოიმატა, ანუ 6 000-ზე მეტი იყო პირველადი და რაც მთავარია მოიმატა. ეს წახალისება რაც გამოცხადდა, მონეტარული წახალისება 60 წელს უფრო ზემოთ მოსახლეობისთვის გარკვეულად მუშაობს. დაახლოებით 4-5-ჯერ არის გაზრდილი ამ ასაკობრივი მოსახლეობის მიმართვიანობა,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „კურიერთან“ საუბარში.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 62 პაციენტი.
ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:






















