15:45 | 2020-04-22 ავტორი: ალექსი ქამადაძე

საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

საგანგებო სესიის პლენარული სხდომის შედეგები ასეთია: 97 მომხრე, 10 – წინააღმდეგი.
მანამდე ცნობილი იყო, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჭერდა საგანგებო რეჟიმის 22 მაისამდე გახანგრძლივებას. ასევე ცნობილი იყო, რომ ოპოზიცია ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერდა.

 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო რეჟიმის 22 მაისამდე გახანგრძლივებას ხელი გუშინ მოაწერა. საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე პრეზიდენტს მთავრობამ მიმართა.

 

 

ცნობისთვის უახლესი მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულია 411 ადამიანი. გამოჯანმრთელებულია 98.

 

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5160 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579 პირი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X