
ამ გადაწყვეტილების გარშემო უნდა ვიყოთ ერთიანი, რათა საზოგადოებამ ბოლომდე გააცნობიეროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეორე ეტაპის ისევე წარმატებულად მართვა, როგორც ეს პირველ ეტაპზე შევძელით,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენალურ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, შიდა გავრცელების ზრდის ტემპი კონტროლქვეშ უნდა დარჩეს და ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს.
„ახლა, როცა პიკის ფაზაში შევდივართ, ასეთი შეფასებების მიუხედავად, თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ.
მოდუნება არ შეიძლება, პირიქით, – ყველამ ვიცით, რომ დაწყებული შიდა გავრცელება სიტუაციის უფრო დამძიმებას გამოიწვევს.
მთავარია, შიდა გავრცელების ზრდის ტემპი დარჩეს კონტროლქვეშ და ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს.
მთავარია, ყველა მძიმე პაციენტის მკურნალობა იყოს შესაძლებელი, მათთვის იყოს ადგილები, როგორც აქამდე შევძელით.
დღეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობაზე განსხვავებული აზრი ვერ იქნება.
ყველამ უნდა დავუჯეროთ ჯანდაცვის ექსპერტებს, ექიმებს და ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო რეკომენდაციებით და პრაქტიკით“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.






















