20:51 | 2020-06-04 ავტორი: თათია ცუკოშვილი

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა, – ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია აღნიშნული.

 

თვითიზოლაციის ან საკარანტინო სივრცის დატოვების ფაქტი – საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ იქნა 382, ხოლო დაჯარიმდა 144 პირი; მგზავრთა გადაყვანის ან მგზავრობის წესის დარღვევა -დაჯარიმდა 1 406 ფიზიკური პირი;

 

 

ყველაზე დიდი რისკი, რაც ნიღბის ტარებას  ახლავს... - რას ამბობს პედიატრი ქეთი ლობჟანიძე
2020-06-04ყველაზე დიდი რისკი, რაც ნიღბის ტარებას ახლავს... - რას ამბობს პედიატრი ქეთი ლობჟანიძე

 

მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილება – დაჯარიმდა 430 ფიზიკური პირი; სამ პირზე მეტის შეკრების ან ობიექტზე 2 მეტრის დისტანციის დაუცველობა და პირბადის გამოუყენებლობა – დაჯარიმდა 1 850 ფიზიკური პირი; კომენდანტის საათის დარღვევა – დაჯარიმდა 4 820 ფიზიკური პირი;

 

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გადაადგილება – დაჯარიმდა 27 ფიზიკური პირი; იურიდიული პირის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობის ფაქტი – დაჯარიმდა 21 იურიდიული პირი; ინდ. მეწარმის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობის ფაქტი – დაჯარიმდა 39 ფიზიკური პირი (ინდ.მეწარმე)“,- ნათქვამია ანგარიშში.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X