18:52 | 2020-05-25 ავტორი: Prime Time

საგარეჯოს ძველ ბაზარს მეხი დაეცა

საგარეჯოს ძველ ბაზარს მეხი დაეცა

ქალაქ საგარეჯოს ცენტრში, ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეხი ჩამოვარდა.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, მეხი ხის ელექტროგადამცემს დაეცა და იქვე მდებარე ნაძვებზე გადააგდო.

 

წვიმა და თოვლი - როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში
2020-04-24წვიმა და თოვლი - როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

 

საგარეჯოს ერთ- ერთი მკვიდრი, სოციალურ ქსელში წერს:

 

„მცირე წვიმა წამოვიდა, უცბად განათდა და ჩვენს ეზოსთან მეხი ჩამოვარდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, საშინელი ხმა იყო, ყველაფერი შეზანზარდა“, – ამბობს ადგილობრივი.

 

კახეთში, დასახლებულ პუნქტში, მეხი ბოლოს 2013 წლის 8 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში ჩამოვარდა.

 

შემთხვევის შედეგად, იმ დროისთვისაც, ელექტროსადენები დაზიანდა.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

X