16:21 | 2020-06-13 ავტორი: სალომე ნეფარიძე

საგარეჯოში კორონავირუსი 18 წლის ახალგაზრდას დაუდასტურდა 

საგარეჯოში კორონავირუსი 18 წლის ახალგაზრდას დაუდასტურდა 

საგარეჯოში კორონავირუსი 18 წლის ახალგაზრდას დაუდასტურდა. ახალგაზრდა, არსად მუშაობს და არ სწავლობს. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, .დიაბეტით არის დაავადებული და თბილისში ნემსის შესაძენად იყო ჩამოსული

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მამაკაცს, საშუალო სიმძიმის პნევმონია აქვს.

 

ქუთაისში გუშინ მომხდარ ავარიას ცნობილი ექიმი ემსხვერპლა
2020-06-13ქუთაისში გუშინ მომხდარ ავარიას ცნობილი ექიმი ემსხვერპლა

 

„მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. აქვს პნევმონია და ამის შესაბამისად გამოხატული რესპირაციული სინდრომები. მისი ოჯახის არცერთ წევრს, სიმპტომები არ აღენიშნება. 18 კონტაქტია კარანტინში გადაყვანილი. ახალგაზრდამ “ავერსის” კლინიკას, თვითდინებით მიაკითხა და ტესტი იქ ჩაუტარდა“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

 

შეგახსენებთ, საგარეჯოში მცხოვრებ მამაკაცს, კორონავირუსი, გუშინ დაუდასტურდა. მკურნალობის კურსს, პაციენტი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის.

 

ამ ეტაპზე, მამაკაცის ინფიცირების წყარო დაუდგენელია. პირველწყაროს დასადგენად, სპეციალისტები, ღრმა ეპიდემიოლოგიურ კვლევას აწარმოებენ

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X