
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სოფელ ჩაილურში „მერსედესის” მარკის ავტომობილი მოტოციკლს შეეჯახა.
ავტომობილის მგზავრი, 45 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
ავარიის შედეგად დაშავდა მოტოციკლის მძღოლიც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ავტორი: Prime Time






















