
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მითითებით, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად გადადის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვაგრეთ საქართველოს საელჩოები და საკონსულო დაწესებულებები. მისი თქმით შესაბამისი მითითება უკვე მიიღეს საქართველოს მისიებმა საზღვაგარეთ.
„მთავარობა გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე და მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტორ და ჩვენ უკვე გუშინ, შესაბამის საკონსულოებს და საელჩობეს მივეცით მითითება , რომ გადავიდნენ ასევე საგანგებო რეჟიმზე, გამომდინარე იქიდან ,რომ იმ ქვეყნებში სადაც ისინი არიან წარმოდგენილი , მათ ყოველდღიურად უწევთ კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან. აქედან გამომდინარე ჩვენი რეკომენდაცია არის ,რომ მაქსიმალურად, სადაც შეიძლება მაქსიმალურად გადავიდეთ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და თუკი განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის ადგილზე მისვლის“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დავით ზალკალიანი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოსა და საელჩოში მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამოცხადდდნენ.
„ასევე საქართველოს მოქალაქეები რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთის იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები, საელჩოში და საკონსულოში, გამოცხადდენ მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. არის სპეციალურად გაწერილი წესები. ყველა ეს განცხადება არის გამოქვეყნებული შესაბამისი სამინისტროს და ჩვენი მისიების საიტზე და ასევე ამ საკითხზე მოხდება აქტიური კომუნიკაცია დიასპორული ორგანიზაციების საშუალებით“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
როგორც ცნობილია ორონავირუსის (COVID-19 ) გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებებში მოქალაქეთა მომსახურების წესები იცვლება.
კერძოდ 2020 წლის 4 აპრილამდე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები და საკონსულო დაწესებულებები გადადიან მომსახურების განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს ადგილზე (უშუალოდ საკონსულო დაწესებულებაში) მომსახურების შეზღუდვებს.
აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება იმ საკონსულო მომსახურებებს, რომელთა მიღებაც შესაძლებელია დისტანციურად. ინფორმაცია დისტანციური მომსახურების შესახებ განთავსებულია www.geoconsul.gov.ge
გადაუდებელ და საგანგებო შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქე ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს საელჩოს ან საკონსულოს. ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება მიუთითებს საკონტაქტო ნომრებს.
იმ შემთხვევაში, თუ საკონსულოსთან კომუნიკაციის შედეგად წარმოიშვა საქართველოს მოქალაქის საკონსულო დაწესებულებაში გამოცხადების გადაუდებელი აუცილებლობა, ამოქმედდება მომსახურების შემდეგი წესები:
საკონსულოში გადაუდებელი აუცილებლობის მომსახურების მიღების მსურველმა პირმა უნდა დაიცვას შემდეგი ნორმები:
მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანხმლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს).
მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს (არც ადრე და არც გვიან).
მოქალაქეს ეკრძალება საკონსულოში მომსახურების მისაღებად გამოცხადება, თუ მას აღენიშნება გრიპის სიმპტომები ან იყო შემხებლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან.
მოქალქე საკონსულო დაწესებულებაში გადაუდებელი მომსახურების მისაღებად საჭიროა გამოცხადდეს დამცავი ატრიბუტიკით.
მოქალქე ვალდებულია საკონსულო დაწესებულებაში შესვლისთანავე გამოიყენოს საკონსულოს შესასვლელთან განთავსებული ხელის სადეზინფექციო საშუალება.
მოქალაქე ვალდებულია მოერიდოს საკონსულოს მომსახურე პერსონალთან შემხებლობას.
მოქალაქე ვალდებულია თავი შეიკავოს საკონსულოში დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა.
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მომსახურება განხორციელდება, მხოლოდ დისტანციურად.






















