
ცოტა ხნის წინ გავრცელდა კადრები, როგორ შეიყვანეს მიხეილ სააკაშვილი მე-18 დაწესებულებაში.
აღნიშნულ კადრებს გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გიგი უგულავაც.
გიგი უგულავა აღნიშნავს, ამ კადრებით ის დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავს არავის არ უხრის და მხნედ არის.
“საღოლ მიშას! ამ კადრებით მხოლოდ ის დადასტურდა რომ ის “დუხზეა” და თავს არ უხრის ამ ნაბიჭვრებს. დადასტურდა, რომ მოტყუებით წამოიყვანეს რუსთავის ციხიდან. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ივანიშვილს და მის ხროვას ტორმუზი არ აქვს.
პ.ს. ნუ ეძებთ ლოგიკას მათ ქმედებაში – რაში სჭირდებოდათ ამის გამოქვეყნება? – შეკითხვა არარელევანტურია. გიშინ სტრასბურგმა თქვა რომ შიმშილობს დღეს ამ კადრებით უნდათ გვითხრან რომ ნაშიმშილებს არ გავს რადგან ჯანზეა. მერე რა რომ ამ შიმშილის გამო გადმოიყვანეს რუსთავიდან გლდანში. ნუ ეძებთ ლოგიკას ქოცების ქმედებაში. მათ არ ადარდებთ რა თქვეს გუშინ. მთავარია თავის ტელევიზიებს და მომხრეებს ყოველ დღე მიაწოდონ ახალი დოზა ნარკოტიკის. ნარკოდამოკიდებული არასდროს იხსენებს გუშინდელ დღეს. მას ნარკოტიკი ყოველთვის სჭირდება დღეს და ახლა. ასე გააუბედურა ივანიშვილმა თავის მომხრეები. ეს ბრძოლა მათი თავისუფლებისთვისაა პირველ რიგში” – გიგი უგულავა.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























