17:20 | 2021-08-26 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

საიდან იცის მარო ბებომ, რომელი ვაქცინაა კარგი?!. ხალხი ამდენ ვაქცინაში აირია – გიორგი ფხაკაძე მოსახლეობის არაინფორმირებულობაზე

საიდან იცის მარო ბებომ, რომელი ვაქცინაა კარგი?!. ხალხი ამდენ ვაქცინაში აირია – გიორგი ფხაკაძე მოსახლეობის არაინფორმირებულობაზე

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ხალხს საკმარისი ინფორმაცია არ აქვს ვაქცინებთან დაკავშირებით, რაც სპეციალისტების ბრალია. თავად კი რეკომენდაციას „ფაიზერს“ უწევს, რომელსაც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან სრული ავტორიზაცია მიენიჭა.

 

„ხალხი ამდენ ვაქცინაში აირია, თითქოს სუპერმარკეტში ვართ, დაბნეულია. მოქალაქეს ეუბნები: აირჩიე რომელიც გინდა! საიდან იცის მარო ბებომ, რომელი ვაქცინაა კარგი?! ჩვენი, ექიმებისა და სპეციალისტების ბრალიცაა, ხალხი დავაბნიეთ. ადამიანს უნდა უთხრა, რომელია კარგი და ეფექტური ვაქცინა. ჩამოვყალიბდით და უკვე ვიცით, რომ „ფაიზერი“ კარგია. ჩინურმა ვაქცინებმა საქმე გააკეთეს. ის გეხმარება მოკლე პერიოდში, 2-თვე-ნახევარი აქვს მოქმედების ვადა“, – აცხადებს ფხაკაძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X