
გამოთქმა – „რა გორელივით შუა გზაზე დადიხარ“ გორში 1920 წელს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ დამკვიდრდა. მიწისძვრა საკმაოდ ძლიერი იყო და დიდი ზიანი მიაყენა გორს და მის გარშემო სოფლებს. მიწისძვრას მსხვერპლიც მოჰყვა, სულ დაიღუპა 120-მდე ადამიანი. მიწისძვრამ დააზარალა გორის ციხე, ქვემო რიეთის ეკლესია, ნათლისმცელის ეკლესია და ასევე სხვა მნიშვნელოვანი ძეგლები.
მიწისძვრის შემდეგ ქალაქის შეშინებული მოსახლეობა ტროტუარებზე, შენობებთან ახლოს სიარულს ერიდებოდა და მოშორებით, შუა ქუჩაზე დადიოდა. სწორედ აქედან იღებს სათავეს გამოთქმა – რა გორელივით შუა გზაზე დადიხარ.

ასევე დაგაინტერესებთ:






















