19:47 | 2021-05-22 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

საიდან წარმოიშვა გვარი შევარდნაძე – ზურა შევარდნაძის დამრიგებლის ვერსია, რომელსაც ედუარ შევარდნაძე სძაგდა

საიდან წარმოიშვა გვარი შევარდნაძე – ზურა შევარდნაძის დამრიგებლის ვერსია, რომელსაც ედუარ შევარდნაძე სძაგდა

მებაღე, „გარდენიას“ დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე გვარების წარმოშობასთან დაკავშირებით დამრიგებლის სახალისო ვერსიებს იხსენებს.

 

„ასკანის სკოლაში, ჩვენი კლასის დამრიგებელს, ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელს, ნათელა ჯაველიძეს სძაგდა ედუარდ შევარდნაძე და ყველაფერი რაც მასთან იყო დაკავშირებული.

 

„ნაღვლიანია და ადვილად შესამჩნევია მისი უხასიათობა“ - სად და რა პირობებში იმყოფება ბავშვი, რომელსაც მშობლები ნარკოტიკების გაყიდვას აიძულებდნენ
2021-05-19„ნაღვლიანია და ადვილად შესამჩნევია მისი უხასიათობა“ - სად და რა პირობებში იმყოფება ბავშვი, რომელსაც მშობლები ნარკოტიკების გაყიდვას აიძულებდნენ

 

ერთ დღეს გადაწყვიტა ჩვენი თანაკლასელების გვარების წარმოშობის ისტორიები ეამბო და გავეხალისებინეთ. „ზეინაბ ჩხაიძე, თქვენი გვარი ყურძნის, ადგილობრივ ჯიშს, ჩხავერს უნდა უკავშირდებოდეს..“, „ნინიძე დალი, თქვენი გვარი ნინიადან დაიწყო, პირველი ნინიძე, ნინიას შვილი ყოფილა..“ „რუსუდან თავართქილაძე, რამდენიმე ვერსია არსებობს თავართქილაძეების გვარის წარმომავლობასთან დაკავშირებით, ბოლოსთვის შემოვინახოთ და გიამბობთ წვრილად..“

 

„ბესიკ ნაცვალაძე, თქვენი წინაპარი უფროსი ძმის ნაცვლად წასულა ომში და მის შვილებს ნაცვალას ძეები დაერქვათ“. „შევარდნაძე ზურაბ, ალბათ გგონია თქვენი გვარი შევარდენიდან მოდის ხომ კი?! ნურას უკაცრავად, ეტყობა საცხა შევარდით..“, – წერს შევარდნაძე სოცქსელში.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X