10:37 | 2020-06-01 ავტორი: თეონა ყაჭიური

საიდუმლო სამსახურმა ტრამპი ბუნკერში გადაიყვანა

საიდუმლო სამსახურმა ტრამპი ბუნკერში გადაიყვანა

თეთრ სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცოტა ხნით მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანეს. მათ ბუნკერში დაახლოებით ერთი საათი გაატარეს.  ინფომრაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

 

საიდუმლო სამსახურმა პრეზიდენტი ბუნკერში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაიყვანა, მაშინ როდესაც თეთრ სახლთან სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილმა მომიტინგეებმა აგურებისა და ბოთლების სროლა დაიწყეს.

 

როგორც CNN-ს წყარო უყვება, პრეზიდენტთან ერთად მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანეს მელანია ტრამპი და მათი შვილი.

 

აშშ-ში საპროტესტო აქციების მონაწილეებს შორის, შესაძლოა, კორონავირუსი გავრცელდეს - ჯანდაცვის ექსპერტები
2020-05-31აშშ-ში საპროტესტო აქციების მონაწილეებს შორის, შესაძლოა, კორონავირუსი გავრცელდეს - ჯანდაცვის ექსპერტები

 

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც პოლიციამ ძალის გამოყენებით 46 წლის მამაკაცი, ჯორჯ ფლოდი დააკავა.

ფლოდის დაკავების ვიდეომ აშშ-ის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია.

კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია.

მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X