12:49 | 2021-10-18 ავტორი: თამარ გონგაძე

საჯარო აღიარება: „მამა 9 წლიდან მაუპატიურებდა“ – შემზარავი ისტორია დღეს, “The Talk შოუში”

საჯარო აღიარება: „მამა 9  წლიდან მაუპატიურებდა“ – შემზარავი ისტორია დღეს, “The Talk შოუში”

“The Talk შოუს” ამიერიდან მაყურებელი, სამშაბათის ნაცვლად, ორშაბათობით იხილავს. დრო – 23 საათი!

 

დღევანდელი მძიმე ეთერი არ უნდა გამოტოვოთ. სექსუალური ძალადობის თემაზე სასაუბროდ შოუს სტუმარი ქობულეთიდან ჩამოვიდა.

 

25 წლის ვიქტორია კოზლოვა გაუგონარ ამბავს ჰყვება. მას, 9 წლის ასაკიდან მოყოლებული, მამა პერმანენტულად აუპატიურებდა.

 

როგორც შოუს პროდიუსერი, ქეთი გუნცაძე “პრაიმტაიმს” უყვება, ეს არის ახალგაზრდა ქალის პირველი საჯარო აღიარება. მან ძალა მოიკრიბა, სპეციალურად ჩამოვიდა ქობულეთიდან, რომ “The Talk შოუს” მაყურებლისთვის თავისი შემზარავი ისტორია მოეთხრო.

 

 

“ვიქტორიას აქამდეც ჰქონია ამბის სხვისთვის გაზიარების სურვილი, თუმცა არავინ უსმენდა. როგორც გვიყვება, ყველაფერი საბავშვო პორნოგრაფიის ყურებით დაიწყო.

 

ბავშვმა შემთხვევით დაინახა, რომ მამა ასეთ რამეს უყურებდა და ნათლიასთან დააბეზღა. ნათლიას პოლიციაში განუცხადებია, მაგრამ საქმე იმ მიზეზით არ აღძრულა, რომ იქ კოზლოვს “ნაცნობი” აღმოაჩნდა” – ჰყვება ქეთი.

 

ვიქტორიას მონათხრობმა შოკში ჩააგდო წამყვანები. ემოცია ვერც ერთმა ვერ გააკონტროლა.

 

ვიქტორია კოზლოვა: – რადგან პორნოგრაფია ჩართო, მივხვდი, რომ ზუსტად იგივე უნდა მომხდარიყო, რაც ჩემი თვალით იქ ვნახე.

 

 

ამ ფაქტის შემდეგ, მამა ბავშვის მიმართ აგრესიული გახდა. ვიქტორიას მშობლები გაყრილები იყვნენ. მან მამასთან ცხოვრება გადაწყვიტა, რადგან ჰვება, რომ დედაც ცუდად ექცეოდა.

 

ერთხელ მამამ კარი ჩაკეტა და გოგონა გააუპატიურა. ასე გაგრძელდა წელიწადნახევარი… ნაცემ და გაუბედურებულ გოგონას არავინ უჯერებდა. რატომღაც მისი მონათხრობი ფანტაზიის ნაყოფი ეგონათ.

 

ვიქტორია შოუში ჰყვება, რომ პოლიციას ოჯახი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდა, თუმცა მამა მოჩვენებითად “კარგად” იქცეოდა. ერთხელ, ვიღაცების დასანახად, ვენებიც გადაუჭრია – რა ვქნა, შვილი ასეთ რამეს მაბრალებს. ხომ არ მოვკლავ, ამიტომ თავი უნდა მოვიკლაო. კოზლოვი გადაურჩა.

 

ამასობაში საწყალი გოგონა გაძვალტყავდა, არაფრის თავი აღარ ჰქონდა, უსიცოცხლო გამომეტყველება ჰქონდა… ის ჰყვება, რომ ბოლოს, მამამ სარდაფში ჯაჭვით დააბა. რაღაც პერიოდის შემდეგ, მეზობელმა შემთხვევით აღმოაჩინა, კლინიკაში წაიყვანა, სადაც გოგონას კლინიკური სიკვდილი ჰქონდა, რასაც რვათვიანი კომა მოჰყვა.

 

ვიქტორიას მამას 2014 წელის ყელი გამოჭრეს და ასე დაასრულა სიცოცხლე. ახლა, ამ მძიმე ისტორიის მქონე ახალგაზრდა ქალი, ქუჩაში ცხოვრობს და მოწყალებას ითხოვს…

 

ნახეთ ვიდეო ⇓

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X