
საკარანტინო ფუნქციები ჩვენთან 14 დღე ფუნქციონირებდა და ახლა იქნება 8 დღე, ვამცირებთ, იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს და შემოსულ სტუმრებს დამატებითი დისკომფორტი შევუმსუბუქოთ. – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, რვადღიანი კარანტინის შემდეგ პირს ჩაუტარდება პისიარტესტირება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მეცხრე დღეს კარანტინს დატოვებს. თუმცა, მოქალაქეს ვალდებულება ექნება, განმეორებითი ტესტირება მე-12 დღეს ჩაიტაროს.
„სავალდებულო კარანტინი მცირდება და იქნება 8 დღე, მე-9 დღეს და მე-12 დღეს პისიარ ტესტი ჩაუტარდებათ“,- განაცხადა პრემიერმა.























