
ბერძნულმა ტელეკომპანია „ანტენამ“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკარანტინო რეჟიმის დარღვევისთვის მშობლებმა პოლიციას გამოუძახეს და შვილი 5.000 ევროთი დააჯარიმებინეს. თანაც, ამის შემდეგ შინ აღარ შეუშვეს და ურჩი მოქალაქე კარანტინს ერთ-ერთ სასტუმროში გაივლის.
„ასე ხდება, როდესაც მოქალაქეებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა აქვთ“, – განაცხადა დიქტორმა.
დღეის მონაცემებით, საბერძნეთში COVID-19 დადასტურებული აქვს 966 ადამიანს, გარდაცვლილია – 28.






















