11:58 | 2020-05-19 ავტორი: თეონა ყაჭიური

საკარანტინო ზონაში პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 28 წლის მამაკაცი დააკავა

საკარანტინო ზონაში პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 28 წლის მამაკაცი დააკავა

ბათუმში, საკარანტინო ზონაში პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა „მეტადონის“ 10 აბი და 5 აბის ნატეხები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნ.შ., დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

 

მთელი ღამე „ლომკაში“ არიან და ამათი ღმუილი ისმის! - რა ხდება ბაკურიანის ერთ-ერთ სასტუმროში
2020-05-08მთელი ღამე „ლომკაში“ არიან და ამათი ღმუილი ისმის! - რა ხდება ბაკურიანის ერთ-ერთ სასტუმროში

 

სამართალდამცველებმა ბათუმში, საკარანტინო ზონაში მოთავსებული ბრალდებულის დროებითი საცხოვრებლის-სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ 10 აბი და 5 აბის ნატეხები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X