12:34 | 2020-07-24 ავტორი: Prime Time

„საყდრისის კომიტეტი“ დამთვალიერებლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს

„საყდრისის კომიტეტი“  დამთვალიერებლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს

23 ივლისს „საყდრისის კომიტეტის“ წევრებმა ანანურის კომპლექსში დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. როგორც ადგილზე გახდა ცნობილი პირველ ეტაპზე კომპლექსის გალავნის და დაზიანებული ქონგურების აღდგენა-გამაგრება იგეგმება.

 

მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ტერიტორია შემოსაზღვრულია სპეციალური ლენტებით და არაერთხელ მოხდა დამთვალიერებელთა გაფრთხილებაც, კომპლექსის დაზიანებულ ნაწილებზე უკონტროლო გადაადგილება მაინც არ წყდება, რაც საფრთხეს არა მარტო ძეგლს, არამედ თავად დამთვალიერებელთა სიცოცხლესაც უქმნის, განსაკუთრებით ბავშვებისას.

ანანური საფრთხეშია! - „საყდრისის კომიტეტი“ ვიდეო-კადრებს ავრცელებს
2020-06-24ანანური საფრთხეშია! - „საყდრისის კომიტეტი“ ვიდეო-კადრებს ავრცელებს

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, “საყდრისის კომიტეტი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამთვალიერებლებს გამოიჩინონ მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ გალავნის დაზიანებულ ნაწილებზე გადაადგილებისგან.

საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის-ს ფოტო.

„ანანურში შექმნილი სიტუაცია საზოგადოებისთვის 2019 წლის 18 ივლისს გახდა ცნობილი, როცა “საყდრისის კომიტეტმა“ გაავრცელა საკუთარი ვიდეო-კადრები, სადაც კარგად ჩანდა, თუ როგორ აზიანებდა ტურისტების უკონტროლო გადაადგილება ანანურის ციხე-კომპლექსის ისედაც უკვე ჩამოშლილ გალავანს და ქონგურებს.

საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის-ს ფოტო.
აქტივისტების თქმით განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იყო კოშკები და ღვთაების ტაძრის ფრესკები. ანანურის კომპლექსის მძიმე მდგომარეობამ საზოგადოებისა და მედიის დიდი ინტერესი გამოიწვია. მაშინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ იგეგმებოდა ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 2020 წელს უნდა დაწყებულიყო.

საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის-ს ფოტო.

2020 წლის 23 ივნისს „საყდრისის კომიტეტის” აქტივისტებმა კვლავ გაავრცელეს ვიდეო-კადრები, რომელიც ძეგლის ამჟამინდელ რთულ მდგომარეობას ასახავდა და უმოკლესს დროში დაანონსებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება მოითხოვეს.

 

„საყდრისის კომიტეტი“ მომავალშიც გააგრძელებს ანანურის ციხე-კომპლექსის მონიტორინგს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: Prime Time

X