
ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში სახალისო ფოტოს აქვეყნებს და ამ ფოტოს შესახებ ამბავსაც ჰყვება.
როგორც ფოტოდან ვიგებთ, ერთ-ერთი მოქალაქე მას საკუთარ დას „ურიგებს“.
„ჩამოვედი ბათუმში და ვიფიქრე, რამდენიმე დღით დავისვენებ-მეთქი.
უცებ თვალს ვახელ და რაღაც ნაცნობი ხმა მესმის, თან გამაღიზიანებლად ნაცნობი
თურმე მამაჩემს „მთავარზე“ ჩემ მიერ ნამღერი “ფიფქებო” აქვს ჩართული და უკვე ისე ვარ, პირდაპირ თბილისში გავიქცე.
სასწრაფოდ ტელევიზორი ჩავრთე და იქაც ჩემი ვიდეოები აქვს ჩატვირთული. მერე ტელეფონი ავიღე, ვიფიქრე, თავისუფალი ვარ, წერილებს ვუპასუხებ-მეთქი და იქ ეს“,- წერს ღოღობერიძე.























