
არსად და არავის არ უბრძოლია ამდენი თავისი ქვეყნის წინააღმდეგ, რამდენიც მავანმა საბჭოთა სახ. არტისტებმა იბრძოლეს, – ამის შესახებ წერს მწერალი ლაშა ბუღაძე და ამით მსახიობ ზურა ყიფშიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შესახებ გააკეთა.
„ვინ მოკლა პირველი პრეზიდენტი? რუსეთის აგენტურამ, ავტომატიანმა შპანამ და ამ ორის ნაერთმა – საქ სსრ სახალხო არტისტების დიდმა ნაწილმა, ვისაც გამსახურდია მართებულად უწოდებდა კრიმინალურ ინტელიგენციას… არსად და არავის არ უბრძოლია ამდენი თავისი ქვეყნის წინააღმდეგ, რამდენიც მავანმა საბჭოთა სახ. არტისტებმა იბრძოლეს – დღემდე უცნაურად აქტუალური მხატვარი კიტოვანის მეთაურობით.
ეს ეპოქალური შპანა არსად წასულა. „სახალხო არტისტები“ ისევ პრეზიდენტის მკვლელობაზე ლაპარაკობენ, რადგან, როგორც ჩანს, ერთის სიკვდილი არ ეყოთ…“, – წერს ბუღაძე.
შეგახსენებთ, ზურა ყიფშიძემ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა:
„მე მაპატიეთ და ძალიან ცუდ რამეებს ვიტყვი, რა… რომ შემოვარდნილიყვნენ, ცოლი გაეუპატიურებინათ, შვილი მოეკლათ, ცოლის თვალწინ გავეუპატიურებინე… ერთი გიჟი როგორ ვერ გამოჩნდა, კენედი “დაბრიდეს…“ მე იმას კი არ ვიძახი, არიქა, კარგი იქნებოდა მიშა რომ მოეკლათ, უბრალოდ, ვერცერთმა გამწარებულმა ვერ გადადგა ეს ნაბიჯი. საშინელებას ვამბობ, არასწორად ვამბობ, მაგრამ ხომ არის ამაში ლოგიკა? როცა არაფერი აღარაფრად მიღირს, რჩება ჩემი ისტორია და მე ვეწირები რაღაცებს… ბეწვზეა გადარჩენილი და რა უნდა მაგას. იმაზე როგორ არ იფიქრებდა, – ვიღაც გამწარებული კაცი მოვა, ასე შეეწირება და მეც გამწირავსო“.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















