
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საკარანტინო ზონებში შექმნილი ვითარების შესწავლას გეგმავს. ომბუდსმენი ამასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებსს.
როგორც სახალხო დამცველის განცხადებაში წერია, მონიტორინგის მიზანი კარანტინში მყოფი პირების საჭიროებების დროული გამოვლენაა.
„დღეის მდგომარეობით 5000-ზე მეტი პირია კარანტინის რეჟიმში. პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, გვსურს შევისწავლოთ საკარანტინო სივრცეების პირობები, ჯანდაცვის სერვისის (მათ შორის, ფსიქოლოგიური) უზრუნველყოფის საკითხი.
ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის ზოგადი სტანდარტები, მოწყვლად ჯგუფთა საჭიროებები და სხვა მნიშვნელოვანი გარანტიების პრაქტიკაში რეალიზაცია.
მონიტორინგის მიზანია ინდივიდუალური საჭიროებების დროული გამოვლენა და სახელმწიფო უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდება საკითხის გამოსასწორებლად.
თუ თქვენ ან თქვენი ნაცნობი ამჟამად იმყოფებით საკარანტინო სივრცეში და გაქვთ სურვილი და დრო მოგვაწოდოთ ინფორმაცია ზემოაღნიშნული საკითხების გარშემო, გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია.
პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან გასაუბრება კონფიდენციალურია, “- ნათქვამია განცხადბაში.
ამ დროსითვის კარანტინის რეჟიმშია 4708 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370 პირი.






















