
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიის ფონზე კორექტირებულ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელფასო ხარჯები 60%-ით შემცირდა.
მისივე თქმით, შემცირებულია მივლინებებისა და შესყიდვების ნაწილიც.
„სახელფასო ბიუჯეტი 60%-ით არის შემცირებული. ასევე, მივლინებები მწვავე აუცილებლობის გარდა აღარ ფინანსდება.
შესყიდვები სხვადასხვა მიმართულებით და გაუმჯობესებები – ამოღებულია ბიუჯეტიდან, რადგან სწორია, როდესაც ქვეყანას უჭირს, ჩვენ საჯარო მოხელეებმა, პირველებმა ვაჩვენოთ ამის მაგალითი“,- აღნიშნავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
როგორც ცნობილია, 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტი 15 923 800 ლარი იქნება.























