
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ კითხვაზე, თუ როგორია სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, განაცხადა, რომ მძიმე პაციენტთა სიაში ახალი პაციენტებიდან არავინ არის.
„სამი შემთხვევა არ არის იმის საფუძველი, რომ ვთქვათ, ახალი კლასტერი ჩამოყალიბდეს. ჯერჯერობით მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. აქ აუცილებელია კონტაქტების გამოკვლევა, კონტაქტების გამოკვლევისა და წყაროს დადგენის შემდგომ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, ახალი კლასტერია თუ არსებული კლასტერების მეორეული თუ მესამეული შემთხვევები,“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის დაცვის წევრს.






















