21:10 | 2021-07-11 ავტორი: Prime Time

რა გზით გავრცელდა სოცქსელებში ლექსო ლაშქარავასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები – ინსპექტორის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო

რა გზით გავრცელდა სოცქსელებში ლექსო ლაშქარავასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები – ინსპექტორის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო

სოციალურ ქსელში, სხვადასხვა პირების მიერ ვრცელდება ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას შესახებ პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები – ინფორმაცია მისი დაკავების, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების, მის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის, მისი სისხლის სამართლის საქმეში ამა თუ იმ სტატუსით მონაწილეობის შესახებ, – წერია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.

 

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება ისეთი პირების მხრიდან, რომლებსაც, დიდი ალბათობით ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ არც სისხლის სამართლის საქმის, არც ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალებზე.

 

„ზემოაღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება ისეთი პირების მხრიდან, რომლებსაც დიდი ალბათობით ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ არც სისხლის სამართლის საქმის, არც ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალებზე და არც სამართალდამცავი ორგანოების მფლობელობაში არსებულ იმ საინფორმაციო ბაზებზე, რომლებშიც აღნიშნული მონაცემები შესაძლოა ინახებოდეს, მათი რეალობის/სიზუსტის შემთხვევაში.

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო შემოწმება იმის შესახებ, თუ რა გზით გახდა ცნობილი ეს მონაცემები სხვადასხვა პირებისთვის.

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ გარდაცვლილის შესახებ მონაცემების გაზიარებისგან და გავრცელებისგან, ვინაიდან ეს ხელყოფს გარდაცვლილის პირად ცხოვრებას და წარმოადგენს კანონის დარღვევას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს აქციაზე სცემეს.  ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X