08:43 | 2021-11-16 ავტორი: სალომე ნეფარიძე

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა – დღეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართება

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა – დღეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი პროცესი გაიმართება, სადაც ბრალდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. სახელმწიფო ბრალმდებელი მე-3 პრეზიდენტს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.

 

ადვოკატები ვარაუდობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არც დღეს მისცემენ პროცესზე დასწრების უფლებას.

 

მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტად გამოიყურება - ექსპრეზიდენტი თინა ბოკუჩავამ მოინახულა
2021-11-16მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტად გამოიყურება - ექსპრეზიდენტი თინა ბოკუჩავამ მოინახულა

 

„ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება და ამ საქმეზე პროცესი ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტულ მიზნებს და მათ აქვთ შიში მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დასწრების. სულ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო უაღრესად ჯანმრთელი ამ პერიოდის მანძილზე, მოიმიზეზებდნენ სხვა რამეს და მიხეილ სააკაშვილს არ წარმოადგენდნენ სასამართლოში“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X