09:21 | 2021-12-22 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12:00 საათზე ჩატარდება.

 

დაესწრება თუ არა სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს, ეს უცნობია.

 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X