00:18 | 2021-12-04 ავტორი:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ამ წუთებში ოკუპირებულ სოფელ ვანელის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, მალხაზ ჯანელიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს.  ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

 

“ამ წუთებში, 1 დეკემბერს ოკუპირებულ სოფელ ვანელის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის მალხაზ ჯანელიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს.

 

საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად აქტიურად გამოიყენებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოქმედი „ცხელი ხაზი“, ასევე, პროცესში ჩართულნი იყვნენ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ უკანონო დაკავებებსა და ყველა სხვა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას,”- აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორი:

X