15:23 | 2021-10-08 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

სახეზე გვაქვს აცრების მასშტაბური კლება – ეკატერინე ტიკარაძე

სახეზე გვაქვს აცრების მასშტაბური კლება – ეკატერინე ტიკარაძე

“აცრის რაოდენობა დაკლებულია, რაც ძალიან სამწუხაროა. სახეზე გვაქვს მასშტაბური კლება. დღეს გვაქვს დამატებითი საბჭო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის მასშტაბით გუბერნატორი და მერები”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა.

 

„ჩვენ მათ მივაწვდით ინფორმაციას თითოეული რეგიონის ჭრილში და ასევე სოფლის დონეზე, თუ სადაც არის კრიტიკული მაჩვენებელი ვაქცინაციის მხრივ და შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივად გაიმართოს ყველა ის საველე სამუშაო, რომლის ფარგლებში მოიმატებს ვაქცინაციის მაჩვენებელი რეგიონებში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

წაიკითხეთ და ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X