17:44 | 2021-10-19 ავტორი: თამარ გონგაძე

“სახეზე მაწერია, რა დიდებული ბიჭებიც არიან” – არ გამოგრჩეთ! დღეს “ნიჭიერი” იწყება!

“სახეზე მაწერია, რა დიდებული ბიჭებიც არიან” – არ გამოგრჩეთ! დღეს “ნიჭიერი” იწყება!

დღეს “რუსთავი 2”-ზე “ნიჭიერის” მეათე სეზონის პრემიერაა; სეზონის, რომლის გრანდიოზულობასა და სანახაობრიობაზე, უკვე ბევრს საუბრობენ.

 

ყველა დროის საუკეთესო მეგაშოუს ჟიურის წევრებისა და წამყვანების შესახებ, კარგა ხანია თქვენთვის ცნობილია.

 

“ნიჭიერის” კონკურსანტებს მრავალფეროვანი ჟიური შეაფასებს. თაკო ფხაკაძეს, ირაკლი იმნაიშვილს, რუსკა მაყაშვილს, თიკა ფაცაციასა და სტეფანე მღებრიშვილს, კიდევ ახალი კუთხით გაიცნობთ.

 

 

შოუს ფეისბუქგვერდზე, ექსკლუზიურად, სანტა მონიკას ფიტნეს პლაჟზე მოვარჯიშე აკრობატების ვიდეო განთავსდა. ჟიურის წევრების რეაქციები თავად იხილეთ.

 

 

 

თიკა ფაცაცია: – სახეზე მაწერია, რა დიდებული ბიჭებიც არიან. თქვენც ნახეთ, ანდრეასი რა კარგი ბიჭია.

თუ რითი დამთავრდება ნომერი, დღეს საღამოს იხილავთ. უყურეთ “ნიჭიერს”.

 

სტეფანე მღებრიშვილი: – წელს მაყურებელს სრული სიგიჟე ელის. არის გულისამაჩუყებელი ნომრები და სენტიმენტები…

 

თაკო ფხაკაძე: – ეს იქნება ყველაზე საინტერესო “ნიჭიერი” “ნიჭიერის” ისტორიაში. ტელევიზორს და სოციალურ ქსელს რომ ვრთავთ, მძიმე ამბების მოსმენა გვიწევს და სტრესის ქვეშ ვცხოვრობთ. ამ ფონზე, პროექტი, რომელიც სახალხო, საინტერესო და სახალისოა, ცოტა ფერებს შესძენს ჩვენს ყოველდღიურ ყოფას.

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X