
წალენჯიხის მუნიციპალიტეტ დაბა ჯვარში, სადაც წუხელ „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ე.წ. კანონიერი ქურდი რ.უ. – მეტსახელად „რეზიკო ჯვარსკი“ დააკავეს, მის საცხოვრებელ სახლში ამ დროსთვის არავინ არ იმყოფება.
მეზობლების ინფორმაციით, ამ კორპუსში მისი დედა ცხოვრობს.

მათი საცხოვრებელი სახლის აივანზე, კი გამოსახულია ქურდული სამყაროს სიმბოლო-ვარსკვლავი.
უწყების ცნობით, დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სამეგრელოს რეგიონში შემოვიდა.

გამოძიების ინფორმაციითვე, რ.უ. წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც არაერთხელ იყო დაკავებული სხვადასხვა ქვეყნების სამართალდამცავი უწყებების მიერ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
ავტორი:თეა შონია






















