
სკანდალებით და თამამი იმიჯით ცნობილი თამო ვაშალომიძე პირადი ცხოვრების უცნობ დეტალებზე საუბრობს.
მოდელმა გადაცემაში „სიკეთე მარტივია“ და თავისი ცხოვრების მძიმე დღეები გაიხსენა, როცა დაკლებული ხელფასის გამო ბინის ქირა სრულად ვერ გადაიხადა და დიასახლისმა ის სახლში არ შეუშვა.
„50 ლარი დამაკლდა. რესტორანში ვმუშაობდი მიმტანად და იმ თვეში დაბალი ხელფასი ავიღე. ვთხოვე, 15 დღეში დაგიმატებ-მეთქი. ასე მიპასუხა, გასაღები მომეცი და როცა ფული გექნება, მაშინ შეხვალ სახლშიო. გამომაგდო სახლიდან ღამით 3 საათზე, არ ვიცოდი, სად წავსულიყავი, აღარც გზის ფული მქონდა, იანვარი იყო. თოვდა. მეტროც აღარ მუშაობდა. ფეხით წავედი სამსახურამდე და გათენებამდე ველოდი, როდის გაიხსნებოდა. სხვათა შორის, ამ სახლის პატრონებს რამდენიმე წლის შემდეგ შევხვდი. მითხრეს, დაგვინგრიეს ის სახლიო… ადამიანებს უკან უბრუნდებათ ყველაფერი ცუდი“,- ამბობს თამო ვაშალომიძე.






















