22:11 | 2020-07-21 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

„სახლის წართმევა უნდოდათ და ფიზიკურად გამისწორდნენ“ – ბათუმელი დედა-შვილი დახმარებას ითხოვს

„სახლის წართმევა უნდოდათ და ფიზიკურად გამისწორდნენ“ – ბათუმელი დედა-შვილი დახმარებას ითხოვს

ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ერთი პატარა და დაზიანებული სახლი დგას. მის ბინადრებს წვიმის დროს ოთახები ეტბორებათ, გაუმართავი ელექტრობის გამო კი ყოველ წამს არსებობს ხანძრის გაჩენის საფრთხე. თუმცა ეს ყველაფერი არ არის.

 

41 წლის ნინო ხინთიბიძე, 71 წლის გულით ავადმყოფ დედასთან ასია ჭინჭარაძესთან ერთად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. თავადაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

 

ერთ დროს განათლებული გოგონა, რომელსაც არაერთი პროფესია აქვს, შრომის უუნარო გახდა და მუშაობას ვეღარ ახერხებს.

 

ამ ოჯახის ტრაგედია კი წლების წინ მაშინ დაიწყო, როცა ნათესავებმა მამაპაპისეული ბინის გაყოფა გადაწყვიტეს. ნინო ამბობს, რომ დეიდაშვილებს მათთვის სახლის წართმევა უნდოდათ და სწორედ ამის გამო არაერთხელ გაუსწორდნენ ფიზიკურად.

 

მართალია სასამართლომ დედა-შვილის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა ნინოს თქმით, დეიდაშვილები ისევ დევნიან და ავიწროებენ.

 

„მამაპაპისეული სახლი სამ ნაწილად გაიყო. რაც ჩვენ გვერგო, მასზე სახლი არ ითქმის, უფრო ქოხია. სწორედ მის გამო, დეიდაშვილებს ჩვენი სახლიდან ქუჩაში გაგდება უნდოდათ და მუდმივად გვეჩხუბებოდნენ. არსად წასასვლელი არსად გვაქვს. მერე სასამართლომდე მივიდა საქმე და სახლი და ეზო კანონიერად გაიყო.

 

სწორედ ეს ვერ მაპატიეს ნათესავებმა და ამის გამო, საკუთარმა დეიდაშვილმა თავი ისე მარტყმევინა, რომ დღეს მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. მას მერე გადაკიდებულები არიან და დღემდე მდევნიან. იმდენად მარტო ვარ, ხშირად ვფიქრობ, დედას, რომ რამე დაემართოს, დარდის გამზიარებელიც აღარავინ მეყოლება.

 

ერთი შვილი დამეღუპა, მეორეს ოპერაცია სჭირდება - შვილმკვდარი დედის სულისშემძვრელი ისტორია
2020-05-15ერთი შვილი დამეღუპა, მეორეს ოპერაცია სჭირდება - შვილმკვდარი დედის სულისშემძვრელი ისტორია

 

მან ნერვიულობის ნიადაგზე ინფარქტი გადაიტანა. გაკეთებული აქვს შუნტირება. სახსრებიც აწუხებს. მე უფრო მეტი დაავადება მაწუხებს ვიდრე დედას. მეტი მედიკამენტი მჭირდება, ვიდრე ასიას. ხშირად ვერ ვახერხებთ წამლების ყიდვას და ამის გამო მოწყალებას ვითხოვ, ხან ვის ვთხოვ დახმარებას და ხანაც ვის.

 

ვერსად ვმუშაობ. ჩვენი ძირითადი შემოსავალი პენსია და სოციალური დახმარებაა. ავადმყოფობის გამო პენსიის ნაწილი წინასწარ გვაქვს გამოტანილი და სრულად ვერ ვიღებთ. ის რაც გვრჩება თვიდან თვემდე არც მედიკამენტებისთვის გვყოფნის და არც საკვებისთვის.

 

პრობლემა გვაქვს მედიკამენტებზე, ჰიგიენურ საშუალებებსა და საკვებზე. ტანსაცმელს მეგობრები მაძლევენ გამონაცვალს. რამდენიმე დღის წინ შაქრიანი დიატები დამიდგინდა, ექიმთან ვარ მისასვლელი და უსახსრობის გამო ვერ მივდივარ. ვერც ასთმის წამალს ვყიდულობ.

 

მინდა თქვენი საშუალებით კეთილ ადამიანებს მივმართო. ვიცი, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ღვთისნიერი ხალხი, რომლებსაც შესწევთ უნარი გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარონ. მოგმართავთ თხოვნით.

 

მე და დედაჩემს მედიკამენტები გვაცოცხლებენ. დაგვეხმაროთ, რომ ვიცოცხლოთ, ერთადერთი რაც შემიძლია თქვენთვის მადლიერების ნიშნად გავაკეთო, ლოცვებში მოგიხსენიებთ.“ – ამბობს ნინო.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X