
წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ლიაში მცხოვრებ ირაკლი ქობალიას სახლს სტიქიის შედეგად ზარალი მიადგა.

ქარმა ახლადაშენებულ საცხოვრებელ სახლს მთლიანად გადახადა სახურავი და დატბორილია მშენებარე სახლის პირველი სართული.
ოჯახს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. სოფლის რწმუნებულის თქმით, დაზარალებულ ოჯახს ხვალვე გადაეცემა სახლის გადასახური მასალა.

სტიქიის შედეგად ასევე დაზიანდა ავტომანქანები.
ავტორი: თეა შონია






















