14:59 | 2020-11-12 ავტორი: Prime Time

„სახლში ხანდაზმული ცოლ-ქმარი ცხოვრობს“ – ახალი დეტალები თამარაშვილზე გაჩენილ ხანძარზე

„სახლში ხანდაზმული ცოლ-ქმარი ცხოვრობს“ – ახალი დეტალები თამარაშვილზე გაჩენილ ხანძარზე

თამარაშვილზე გაჩენილი ხანძრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, ბინაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხანდაზმული ცოლ-ქმარი ცხოვრობს.

 

„მე არ ვიცნობ, მაგრამ მითხრეს, რომ მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობს. ცოლი წასული იყო და მარტო ქმარი იყო სახლში. ცოლი რომ დაბრუნდა და კარს ვერ აღებდა, მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა.

 

როგორც ამბობენ, მამაკაცი დამწვარია. სხვა არაფერი ვიცი, მეხანძრეები ახლა არიან შესულები. ისეთი დიდი ხანძარია, ჩემმა ოჯახის წევრებმა აფეთქების ხმაც გაიგეს“, – ამბობს მეზობელი.

ავტორი: Prime Time

X