
სტიქია, რომელსაც ტრაგედია მოჰყვა, აჭარაში რამდენიმესაათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე მეჯინისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა.
ხელვაჩაურში ჩამოწვა მეწყერი. მეწყერმა საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი წაიღო.
ადგილობრივების თქმით, სახლში უფროსებთან ერთად იმყოფებოდა არასრულწლოვანი. ავტომობილით კი სტუმრები. მათივე თქმით, სტუმრებიდან ერთ-ერთმა მეწყწრს თავი დააღწია. დანარჩენების ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 60-კაციანი შემადგენლობით.
აჭარაში დამატებით მიემართება: იმერეთიდან – სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით.
გთავაზობთ რუსთავი2-ის მიერ გადაღებულ კადრებს.
⭕Live: ხელვაჩაურში მეწყერი ჩამოწვა – მაშველები 5 ადამიანს ეძებენ
⭕Live: ხელვაჩაურში მეწყერი ჩამოწვა – მაშველები 5 ადამიანს ეძებენ
Posted by Prime Time on ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი, 2020






















