15:50 | 2020-06-05 ავტორი: თამთა თორდია

სახლში სერიოზული შეიარაღება აქვს! – რას ყვებიან მეზობლები მამაკაცზე, რომელიც სახლში გამოკეტილი ისვრის

სახლში სერიოზული შეიარაღება აქვს! – რას ყვებიან მეზობლები მამაკაცზე, რომელიც სახლში გამოკეტილი ისვრის

პრაიმტაიმისთვის ცნობილი ხდება, რომ მამაკაცი, რომელიც ვარკეთილში, შუამთვის ქუჩაზე მდებარე სახლში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისროდა 45 წლის დავით ივანოვია.

მამა იარაღიდან ბავშვების შესაშინებლად ისროდა – ახალი დეტალები ვარკეთილის სპეცოპერაციიდან
2020-06-05მამა იარაღიდან ბავშვების შესაშინებლად ისროდა – ახალი დეტალები ვარკეთილის სპეცოპერაციიდან

 

როგორც „პრაიმტაიმს“ მეზობლები უყვებიან, მამაკაცი მონადირეა და მას სახლში სერიოზული შეიარაღება აქვს.

 

„მამაკაცი მონადირეა, მას სახლში აქვს სერიოზული შეიარაღება. ის კვირაობით მიდიოდა ხოლმე სანადიროდ და ხან დათვის ხორცი მოჰქონდა უბანში და ხან რისი“, – უთხრეს მეზობლებმა „პრაიმტაიმს“

 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ვარკეთილში შუამთის ქუჩაზე სროლა იყო. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი საკუთარ სახლში ჩაიკეტა და შიგნით რამდენიმე გასროლა განახორციელა.

 

ამ წუთებში მამაკაცთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

 

ავტორი: თამთა თორდია

X