
თბილისში, ხანძთელის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ერთ-ერთი ადგილობრივი იხსენებს, თუ როგორ გაიგეს ხანძრის შესახებ.
„სახლში ვიჯექით და ყვირილი გავიგეთ მეზობლის, რომ ხანძარია თქვენ სახლში და გამოდითო. მოასწრეს მეხანძრეებმა მოსვლა. დაზარალებული არავინ არაა რაც მთავარია და გადავრჩით.
ახლა სახლში შესვლის უფლებას არ გვაძლევენ, რადგან არც შუქია და არც გაზი“,- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.






















