
ორგანიზებულად, როცა ხდება მკვლელობა იქ ყველანაირი კვალი იშლება, – განაცხადა ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის შედეგების გასაჯაროების შემდეგ.
„ამ გოგომ, სადაც გაიარა ის 6-თვიანი პრაქტიკა საფრანგეთში, ეს არ არის მარტივად ხელგასაშვები ცოდნა. მას თავისი ცოდნით, თავისი გამოცდილებით ჰქონდა საკმაოდ საშიშ საქმიანობასთან შეხება“, – განაცხადა „ტვ პირველთან“ მიხეილ რამიშვილმა, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის და პროკურატურის მიერ კადრების გასაჯაროების შემდეგ კვლავ რჩება იმ აზრზე, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს. .
შეგახსენებთ, რომ დღეს გასაჯაროვდა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები, რომლის თანახმადაც ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია დიდი რაოდენობით საძილე, ტკივილგაუმაყუჩებელი და ანტიდეპრესანტი მედიკამენტები.
პროკურატურამ დღესვე გაასაჯაროვა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ყიფულობს ბაჩალიაშვილის მედიკამენტებს.























