11:02 | 2020-06-01 ავტორი: Prime Time

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა იწყება

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა იწყება

2020 წლის საპარლამენტო საარჩევნო კანონპროექტის საყოველთაო სახალხო განხილვის პროცედურები იწყება. განხილვები წელს პანდემიის გამო, სატელევიზიო ფორმატის იქნება.

 

დაგეგმილია ორი საყოველთაო სახალხო განხილვა. პირველი 4 ივნისს არის დაგეგმილი, სადაც საკონსტიტუციო კომისიის სხდომა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავა.

 

კანონპროექტის განხილვა უნდა მოხდეს ბიუროს სხდომაზეც, შემდეგ კი საპროცედურო კომიტეტზე.

 

ამ პროცედურების შემდეგ კი სავარაუდოდ, 21 ივნისს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის პირველი მოსმენა შედგება.

 

სამი მოსმენით კანონპროექტის მიღება კი პარლამენტს უკვე 29 ივნისისთვის შეეძლება.

 

ასევე დაგაინტერესებთ, როგორ ემზადებიან პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნოდ და რა გეგმები აქვთ მათ.

 

საარჩევნო სამზადისი და პოლიტიკური პარტიების გეგმები
2020-05-31საარჩევნო სამზადისი და პოლიტიკური პარტიების გეგმები
ავტორი: Prime Time

X