12:20 | 2020-03-31 ავტორი: თეონა ყაჭიური

საკონტროლო გამშვები პუნქტები თელავსა და ახალციხეშიც მოეწყობა

საკონტროლო გამშვები პუნქტები თელავსა და ახალციხეშიც მოეწყობა

საკონტროლო გამშვები პუნქტები თელავსა და ახალციხეშიც მოეწყობა. ამის შესახბე პრემიერის მრცეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

 

„საქართველოს მასშტაბით 7 მუნიციპალიტეტის საზღვარზე მოწყობილია სპეციალური გამშვები პუნქტები და ამოქმედებული კარანტინის რეჟიმი.

 

ამ პუნქტებზე ხდება მკაცრი კონტროლი შეზღუდვებზე, რომელიც დაწესებულია და ასევე მიმდინარეობს მოქალაქეების თერმოსკრინინგი.

 

დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ანალოგიური რეჟიმი ამოქმედდება კიდევ ორ მუნიციპალიტეტში, ეს გახლავთ თელავი და ახალციხე“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

 

ნახეთ, საქართველოს ქალაქები, სადაც საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყობა.

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X