15:13 | 2021-04-21 ავტორი: Prime Time

საკოორდინაციო საბჭომ „კომენდანტის საათთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

საკოორდინაციო საბჭომ „კომენდანტის საათთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ცნობილი ხდება, თუ რაზე იმსჯელა საკოორდინაციო საბჭომ. გიორგი ღიბრაძის თქმით, ქვეყანაში კვლავ ძალაში რჩება ე.წ კომენდანტის საათი.

 

„ძალაში კვლავ რჩება ე.წ კომენდანტის საათი. ასევე ძალაში რჩება შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი მუშაობენ მხოლოდ გატანის სერვისზე,” – განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

 

ნახეთ ვიდეო: საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო

 

ავტორი: Prime Time

X