00:20 | 2021-11-25 ავტორი: Prime Time

საკოორდინაციო საბჭოს ახალი გადაწყვეტილება სრულად – რა შეიზღუდა და რა არის დაშვებული

საკოორდინაციო საბჭოს ახალი გადაწყვეტილება სრულად – რა შეიზღუდა და რა არის დაშვებული

დღეს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, რამდენიმე სიახლე გახდა ცნობილი. „პრაიმტაიმი“ გთავაზობთ“ სამ გადაწყვეტილებას, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება.

 

რესტორნებს სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვა ეხსნებათ

 

ქართული რესტორნები, ევროპული რესტორნები, აზიური რესტორნები, იაპონური რესტორნები, ჩინური რესტორნები, იტალიური რესტორნები, რესტორნები ...

რესტორნებს, რომელთაც 1-ელი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ „მწვანე პასპორტებით“, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე. ყველა რესტორანი ვალდებულია მომხმარებელი 1-ლი დეკემბრიდან მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ შემთხვევაში მიიღოს“.

 

კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერაში მაყურებელთა რაოდენობა 30-დან 50%-მდე გაიზრდება

 

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში 30%- დან 50% – მდე გაიზრდება მაყურებელთა რაოდენობა.

 

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებულები და ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო საზღვრით, „პისიარ“ ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

 

 

პისიარ“ ტესტის ვალდებულება აცრილი ადამიანებისთვის იხსნება. საჰაეროზე ისედაც მოხსნილი იყო „პისიარის“ ვალდებულება“.

 

აქვე ნახეთ: სად დაგვჭირდება „მწვანე პასპორტი”

 

 

ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X